არქივი21 თებერვალი, 2025, 17:40
სოფელ არაშენდაში მეოთხე დღეა ახალგაზრდა კაცს ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ არაშენდაში მეოთხე დღეა ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ:
“სოფელ არაშენდაში, 18 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა 1992 წელს დაბადებული ალექსანდრე მამისაშვილი. აცვია თეთრი ფერის ფეხსაცმელი და ნაცრისფერი ჟაკეტი. ამ დრომდე მისი ძებნა მიმდინარეობს პოლიციისა და სამაშველო სამსახურის მიერ”.
ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 551 39 95 27.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.