სომხეთში, საზღვრის დელიმიტაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, ერევანი-გიუმრის საავტომობილო გზა გადაკეტეს

სომხეთის მოქალაქეებმა, რომლებიც აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციას აპროტესტებენ, ერევანი-გიუმრის საავტომობილო გზის საქართველოსკენ მიმავალი მონაკვეთი გადაკეტეს, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია სომხეთის პარლამენტის წევრზე, ქრისტინე ვარნზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როგორც ჩანს, საპროტესტო აქცია ტავუშის რეგიონს გასცდა, ახლა მოქალაქეებმა გადაკეტეს ერევან-გიუმრის გზა შირაქის ოლქში, თანამემამულეების მხარდაჭერის ნიშნად, რომლებიც ტავუშში სამართლიან პროტესტს მართავენ. ეს გზა ასევე ალტერნატიული, სომხეთი-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი მაგისტრალის ნაწილია. კირანცას მონაკვეთზე მთავარი გზა რამდენიმე დღეა ჩაკეტილია“, – წერს ქრისტინე ვარდანიანი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ