სომხეთში საბოლოოდ დაუჭირეს მხარი “ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას”

სომხეთში მეორე და ბოლო მოსმენით მხარი დაუჭირეს კანონპროექტს „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“.
“ბრიუსელში ელოდებიან მეორე მოსმენას კანონპროექტის „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ რეაგირება”, – ამის შესახებ 24 მარტს, ეროვნული ასამბლეის ევროპული ინტეგრაციის მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიის საგანგებო სხდომაზე, კანონპროექტის მეორე და საბოლოო მოსმენაზე მსჯელობისას, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ოვანისიანმა, ოპოზიციური ბლოკის „სომხეთის“ დეპუტატის, არმენ გევორქიანის შეკითხვაზე პასუხად, რომელიც დაინტერესდა, არსებობს თუ არა ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების ოფიციალური რეაქცია კანონპროექტთან დაკავშირებით.
ბოლო წლებში ერევანი სულ უფრო ხშირად გამოხატავს დაინტერესებას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობით, განსაკუთრებით 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ, როცა ს მიმართ ნდობა შესუსტდა. ამ ეტაპზე, სომხეთის მთავრობა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე იწყებს ამ პროცესს.
ოპოზიცია სკეპტიკურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ ევროკავშირს, თუ რეალური პოლიტიკური ნება ექნებოდა, უკვე ექნებოდა მკაფიო პოზიცია ამ საკითხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“