სომეხთა ეკლესია მირქმას ზეიმობს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთ-ერთ საუფლო ქრისტიანულ დღესასწაულს, მირქმას აღნიშნავს.
მათივე ცნობით, ამ დღეს იესო იერუსალიმის ტაძრად მიიყვანეს, სადაც იგი წინასწარმეტყველმა სვიმეონ მართალმა იხილა.
„დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთ-ერთ საუფლო ქრისტიანულ დღესასწაულს, მირქმას აღნიშნავს. გადმოცემის თანახმად, ამ დღეს იესო იერუსალიმის ტაძრად მიიყვანეს, სადაც იგი წინასწარმეტყველმა სვიმეონ მართალმა იხილა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს მათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)