სი ძინპინი – და ჩინეთი ნამდვილი მეგობრები უნდა იყვნენ

რუსეთი და ჩინეთი ნამდვილი მეგობრები უნდა იყვნენ, ფოლადივით გამოწრთობილი, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„აუცილებელია თაობიდან თაობამდე მეგობრობის შენარჩუნება და ნამდვილ მეგობრებად, ფოლადივით გამოწრთობილ მეგობრებად ყოფნა“, – აღნიშნა სი ძინპინმა.
მისი თქმით, 80 წლის წინ, წააწყდნენ რა მილიტარიზმსა და ნაციზმს, ჩინეთისა და რუსეთის არმიები და ხალხები გაერთიანდნენ და მხარდამხარ იბრძოდნენ, რითაც ისტორიაში დაუვიწყარი თავი დაწერეს.
„ორი ქვეყნის ხალხებს შორის ცეცხლითა და სისხლით ჩამოყალიბებული დიდი მეგობრობა ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონის განვითარების მყარ საფუძვლად იქცა“, – აღნიშნა სი ძინპინმა.
შეგახსენებთ, ჩინეთის ლიდერი რუსეთში ვიზიტით ოთხშაბათს ჩავიდა. ის გუშინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად