სერგი კაპანაძე – „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებით ევროკავშირის გზა დაიკეტება

მარტივად არის საქმე, „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ , – ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრ GRASS-ის დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში მეორედ დაინიცირებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, თუ რომელიმე ორგანიზაცია არალეგალურ საქმიანობას ეწევა, ეს ისედაც დასჯადია ქმედებაა, ხოლო ფინსასების გამჭირვალობა, არაფერ შუაშია.
„მიზანი არის დასავლური ფონდების და სახელმწიფოების წინააღმდეგ. რა მნიშვნელობა აქვს საიდან ფინანსდება ორგანიზაცია, თუ რამე არალეგალურს ჩადის, ან გადატრიალებას თუ აწყობს, ან ტერორიზმს აქ დაფინანსება რა შუაშია?! ეს ხომ ისედაც დასჯადი ქმედებაა. გამჭირვალობა, რომ მოიგონეს, საერთოდ რა შუაშია?
რაც შეეხება უცხოური ფულის შედინებას პოლიტიკურ პარტიებში, ეს თუ პრობლემაა, ესეც რეგულირდება კანონით. კანოით რეგულირდება, როგორც შემოწირულოებების ნაწილი, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აქვს ფუნქცია, რომ აკონტროლოს. ამასთან, ეს კანონი რა შუაშია? უბრალოდ რიტორიკული საკითხია, რომ გაამართლონ და რაღაც თქვან რიტორიკულად და შემდეგ თქვან, რომ ამის გამო იღებენ კანონს.
ეს კანონი არც ტრენინგებთან არის კავშირში, მაინც ხომ დაიწყო გამოძიება? ეს კანონი რას შეცვლიდა? – არაფერს, ხომ?! ამიტომ მარტივად არის საქმე, ეს არის კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ“,- განაცხადა კაპანაძემ.
ამასთან, მან განმარტა თუ რატომ არ არის „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ამერიკული.
მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, უცხოეთის ინტერესის გამტარებლად რეგისტრირდება ყველა ორგანიზაცია, თუ ის უბრალოდ იღებს დაფინანსებას.
„რომ კითხულობენ რატომ არის რუსული კანონიო, იცით რატომ არის? – მონათესავე კანონებიდან ერთადერთი კანონია, რომელშიც უცხოეთის ინტერესის გამტარებელი ან აგენტი (რომლებიც სინონიმური მნიშვნელობის არიან) ხარ მარტო იმ ფაქტის გამო, რომ დაფინანსებას უცხოეთიდან იღებ“, – აღნიშნა კაპანაძემ.
როგორც კაპანაძე განმარტავს, გარდა დაფინანსებისა, კანონპროექტი რუსული კანონის მსგავსია აღასრულების ნაწილშიც.
ს კანონში და ამ კანონპროექტშიც წერია, აგენტად დარეგისტრირება ფინანსების მიღების გამო: რუსეთში წერია „აგენტი“ და აგენტის სინონიმია – „უცხოეთის ინტერესების გამტარებელი“. ორივე კანონშია სახელმწიფოს მიერ ინსტრუმენტების ხელში აღება, რომლის მიხედვითაც შეუძლია ორგანიზაციაში შევიდეს, მოითხოვოს უამრავი სახეობის დოკუმენტი, რითაც შენი საქმიანობის პარალიზებას მოახდენს და შემდეგ უკვე ჯარიმების დაწესების გზით თამაშიდან გამოიყვანოს.
ეს კანონი ნებისმიერ წელს, რომ ყოფილიყო არაფერს შეცვლიდა, ახლა ნამდვილად შეცვლის, რადგან შემდეგ არჩევნებში ISFED-ის მსგავსი ორგანიზაცია ფიზიკურად აღარ იქნება. ევროკავშირის გზა დაიკეტება, ამასთან, არა მხოლოდ გზა დაიკეტება, არამედ ის დაფინანსება, რომელიც ევროკავშირიდან შემოდის, ისიც აღარ შემოვა“,- აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა