სერგეი ლავროვი – ცოტა ხნის წინ ურსულა ფონ დერ ლაიენი „კინაღამ მოვკალით“, შემდეგ კი ეს სისულელე თავად ევროკავშირის წარმომადგენლებმა უარყვეს

ცოტა ხნის წინ ურსულა ფონ დერ ლაიენი „კინაღამ მოვკალით“ – თქვეს, რომ რუსეთმა GPS „გამორთო“, შემდეგ კი ეს სისულელე თავად ევროკავშირის წარმომადგენლებმა უარყვეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ცოტა ხნის წინ ურსულა ფონ დერ ლაიენი „კინაღამ მოვკალით“, როდესაც ის თვითმფრინავით თუ ვერტმფრენით სხვადასხვა ქვეყანაში დაფრინავდა, რათა ისინი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განეწყო. უცებ თქვეს, რომ რუსეთმა GPS „გამორთო“ და თვითმფრინავი ან ვერტმფრენი შეიძლება ჩამოვარდნილიყო. შემდეგ კი ეს სისულელე თავად ევროკავშირის წარმომადგენლებმა უარყვეს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას Financial Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავი, ბულგარეთის აეროპორტში ქაღალდის რუკების გამოყენებით დაეშვა. ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან ჩარევის შედეგად აეროპორტში GPS ნავიგაციის სერვისების გათიშვა გახდა.
მოგვიანებით, მომხდარის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ევროკომისიის პრესსპიკერმაც დაადასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა