სერგეი ლავროვი – რუსეთი ღაზას სექტორის გარშემო სიტუაციის სწრაფი სტაბილიზაციის პერსპექტივას ვერ ხედავს – პალესტინას, ისრაელს და მთელ ახლო აღმოსავლეთს კატასტროფისკენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები უბიძგებენ

ს საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებით, რუსეთი ღაზას სექტორის გარშემო სიტუაციის სწრაფი სტაბილიზაციის პერსპექტივას ვერ ხედავს, განსაკუთრებით ს მიერ სამხედრო ოპერაციის გაფართოების გეგმის ფონზე.
„ისრაელის ხელმძღვანელობის უკომპრომისო დამოკიდებულების გათვალისწინებით, გააგრძელოს სამხედრო ოპერაცია ღაზაში, ახლა კი მისი რაფაჰში გავრცელებით, ჩვენ ვერ ვხედავთ ამ სექტორში სიტუაციის სწრაფი სტაბილიზაციის პერსპექტივას”, – აღნიშნა ლავროვმა.
მან ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში შეერთებული შტატები დაადანაშაულა.
„ჩვენ უნდა ვეძებოთ გამოსავალი ამ კატასტროფული სიტუაციიდან. კატასტროფისკენ პალესტინასაც, ისრაელსაც და მთელ ახლო აღმოსავლეთსაც სწორედ ჩვენი ამერიკელი კოლეგები უბიძგებენ“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ