სერგეი ლავროვი ბრაზილიაში ჩავიდა, სადაც “დიდი ოცეულის“ შეხვედრას დაესწრება

ს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრაზილიაში ჩავიდა, სადაც “დიდი ოცეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლავროვი სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს რუსეთის შეფასებებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარი გამოწვევების, მათი შიდა მიზეზებისა და დინამიკის შესახებ, ასევე ამ პრობლემების ეფექტურად დასაძლევად გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ლავროვს დაგეგმილი აქვს რამდენიმე შეხვედრა კოლეგებთან „განვითარებადი ბაზრის მქონე ქვეყნებიდან“.

ასევე დაგაინტერესებთ