სელფი მობაილი Vodafone Group-ის პარტნიორი გახდა

სელფი მობაილი Vodafone Group-ის პარტნიორი გახდა
სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა რომელიც 1.3 მილიონ აბონენტს ემსახურება, გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულება ევროპის წამყვან ტელეკომ კომპანიასთან Vodafone Group.
Vodafone-სა და სელფი მობაილს შორის შეთანხმდა არაბრენდირებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც Vodafone მხარდაჭერას უწევს სელფი მობაილს გაციფრულებაში, მომხმარებლისთვის მაქსიმალური ღირებულების შექმნაში, საოპერაციო ეფექტურობის გაზრდასა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებაში. Vodafone სელფი მობაილს ასევე უზიარებს სერვისის გამოცდილებას და საკუთარ პროდუქტებსა და მომსახურებებზე აძლევს წვდომას.
ხსენებული თანამშრომლობის ფარგლებში პირველი პროდუქტი სელფი მობაილის მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. ეს არის Vodafone-ის მსოფლიოში ცნობილი ლოიალობის პროგრამა, რაც სიახლეა საქართველოს ტელეკომ ბაზრისთვის. Vodafone -ის ლოიალობის პროგრამა უკვე რამდენიმე წელია წარმატებით მუშაობს იმ ქვეყნებში, სადაც კომპანია ოპერირებს. პარტნიორი ბაზრებიდან სელფი მობაილი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც პროგრამის ადგილობრივად ადაპტაცია განახორციელა.
ლოიალობის პროგრამის ბენეფიტები მოიცავს ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს, რომლებიც ვრცელდება Vodafone-ის პროგრამაში შემავალ გლობალურ პარტნიორებზეც, მათ შორის ბევრისთვის საყვარელ და ნაცნობ ბრენდებზე, მაგალითად: Wolt, FiiT, Bolt, SixT, Surfshark, Tickitto, Trip.com, HotelPlanner.
ლოიალობის პროგრამით სარგებლობა უმარტივესია – სელფი მობაილის მობილურ აპლიკაციაში შესაბამის ღილაკზე დაჭერით, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება: შეთავაზებები საკვებ ობიექტებში, ფასდაკლებები მაღაზიებში და სხვადასხვა მომსახურებაზე, მათ შორის პოპულარულ აპლიკაციებზე, აქციები საუკეთესო ბრენდებზე, გასართობი ღონისძიებების ბილეთები, სამოგზაურო შეთავაზებები და მრავალი სხვა. ლოიალობის პროგრამის ბენეფიტები და ობიექტების ჩამონათვალი მუდმივად განახლებადია.
(R)