„სეზონური ვირუსები გახანგრძლივდა“ – ივანე ჩხაიძე

„სეზონური ვირუსები გახანგრძლივდა“ – ივანე ჩხაიძე
„გრიპი რჩება მთავარ ვირუსად”. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.
მისი თქმით, სეზონური ვირუსების ცირკულაციის პიკი გადავლილია, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება.
„გრიპი კვლავ რჩება ერთ-ერთი წამყვან ვირუსად. წინა კვირებთან შედარებით განსხვავება ისაა, რომ მკვეთრი სიჭარბე არ აღინიშნება. პიკი ნამდვილად გადავლილია, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება. მნიშვნელოვნად არის შემცირებული მძიმე შემთხვევების რაოდენობა, პრაქტიკულად განახევრდა. ქვეყანაში, მაინც მაღალია მიმართვიანობა მწვავე რესპირაციული ვირუსების თვალსაზრისით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებშიც მაღალია მიმართვიანობა. საავადმყოფოებში, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
რაც შეეხება ზოგადად, სეზონურ ვირუსებს, მისი თქმით, მათი გავრცელება დროში გახანგრძლივდა და შემცირება არ არის.
„თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას, ნათლად დავინახავთ, რომ სეზონური ვირუსები გახანგრძლივდა და შემცირება არ არის. ვისაც მოლოდინი ჰქონდა, რომ გაზაფხულის პერიოდში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები მკვეთრად შემცირდებოდა, სამწუხაროდ, ასეთი შემცირება არ არის”, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
jandacva.ge