ხელისუფლებამ პროცესები თვითონ არ შეაჩერა, ეს მათი დასასრულის დასაწყისი იქნება – ცეზარ ჩოჩელი

ჩვენ კანონებს უნდა ვიღებდეთ იმისთვის, რომ მოქალაქეების ცხოვრებას უფრო კომფორტულს ვხდიდეთ და არა იმისთვის, რომ პროტესტს ვიწვევდეთ, – ამის შესახებ BMGTV-ის ეთერეში „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ხელისუფლებამ გამჭვირვალობის კანონის გარშემო განვითარებული პროცესები თვითონ არ შეაჩერა, ეს მათი დასასრულის დასაწყისი იქნება.
ბიზნესმენმა „ქართული ოცნების“ 29 აპრილის აქცია, სადაც ც გამოვიდა სიტყვით, 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას შეადარა.
– ყველა ხელისუფლება უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას. ანალოგიური შეცდომა იყო, 2012 წელს, როდესაც ეროვნული სტადიონის გადავსება მოიწადინეს. ადამიანები, როდესაც თავისი სურვილით არ გამოდიან და ხელისუფლებას მცხეთიდან, გურჯაანიდან, ყაზბეგიდან, ჩხოროწყუდან ავტობუსებით ჩამოჰყავს ხალხი და დისკომფორტს უქმნის იმისთვის, რომ ტაში დაუკრან, მაშინ როცა 1.5-მილიონიანი დედაქალაქი გაქვს და 100 000 კაცი არ გამოდის, დასრულებულია ყველაფერი. ანალოგიურია დღესაც…
– ახლა მოქმედი ხელისუფლება სრულდება?
– ყოველ შემთხვევაში, ეს პროცესი თუ თვითონ არ შეაჩერეს, დასასრულის დასაწყისია. ეს არის პროცესი, რომელიც ყოველთვის ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ხალხს უნდა ევროპაში ცხოვრება. ჩვენ კანონებს უნდა ვიღებდეთ იმისთვის, რომ მოქალაქეების ცხოვრებას და უფრო კომფორტულს ვხდიდეთ და არა იმისთვის, რომ პროტესტს ვიწვევდეთ.