დასავლეთის მიერ დაფინანსებული 10 უმსხვილესი მიმდინარე პროექტი

2024 წელს საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე 6 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს. აქ იგულისხმება როგორც ახალი, ასევე მიმდინარე, ანუ წინა წლებში დაწყებული პროექტები.
სულ 71 პროექტი განხორციელდება, რომლებზეც უკვე დახარჯულია 18.5 მილიარდი ლარი, ხოლო 2024-2027 წლებში 16 მილიარდ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს.
71 პროექტიდან 50 პროექტი საერთაშორისო დონორების, ანუ დასავლური ქვეყნების დაფინანსებით ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 15 მილიარდი ლარია.
დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებული ყველაზე მსხვილი 10 პროექტი, რომლებზეც 2024-2027 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი ფული დაიხარჯება:
1) თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ავტობანის) მშენებლობა – 685 მლნ ლარი (დამფინანსებელი კი ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), აზიის განვითარების ბანკი (ADB), მსოფლიო ბანკი (WB) და ევროკავშირი (EU) არიან).
ეს თანხა არ მოიცავს ავტობანის დასრულებული მონაკვეთების მშენებლობების ხარჯებს. ეს არის მხოლოდ მიმდინარე მშენებლობების დაფინანსება.
აღნიშნული პროექტი მოიცავს: სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის 51-კმ-იანი საავტომობილო გზისა და 41 სახიდე გადასასვლელის მოდერნიზაცია-მშენებლობას. აღნიშნულ მონაკვეთზე 2024-2027 წლებში 280 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს;
ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის 11-კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობას (რომელიც მოიცავს 17 სახიდე გადასასვლელსა და 3 გვირაბს). აღნიშნულ მონაკვეთზე 2024-2027 წლებში 135 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს;
ზემო ოსიაური-რიკოთის მონაკვეთის 14-კმ-იანი საავტომობილო გზის (რომელიც მოიცავს 11 სახიდე გადასასვლელსა და 5 გვირაბს) მშენებლობას. აღნიშნულ მონაკვეთზე 2024-2027 წლებში 120 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს;
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის 14-კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობას (რომელიც მოიცავს 17 სახიდე გადასასვლელს და 10 გვირაბს). აღნიშნულ მონაკვეთზე 2024-2027 წლებში 110 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს;
უბისა-შორაპნის მონაკვეთის 13-კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობას (რომელიც მოიცავს 27 სახიდე გადასასვლელსა და 18 გვირაბს). აღნიშნულ მონაკვეთზე 2024-2027 წლებში 22 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს;
ხევი-უბისას მონაკვეთის 12-კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობას (რომელიც მოიცავს 36 სახიდე გადასასვლელს და 20 გვირაბს). აღნიშნულ მონაკვეთზე 2024-2027 წლებში 18 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.
2) თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის მშენებლობა – 579 მლნ ლარი (პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით ხორციელდება).
3)მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობა – 472 მლნ ლარი (პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ხორციელდება)
აღნიშნული პროექტი მოიცავს:
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე 13.7-კმ-იანი საავტომობილო გზის და 9-კმ-იანი გვირაბის მშენებლობას.
4) ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა – 380 მლნ ლარი (პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით ხორციელდება).
5) იმერეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – 322 მლნ ლარი (პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW, გერმანიის სახელმწიფო ბანკი) დაფინანსებით ხორციელდება)
აღნიშნული პროექტი მოიცავს:
სამტრედიაში, ბაღდათში, ვანსა და ყაზბეგში წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) სისტემების რეაბილიტაცია-მოწყობას და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების აშენებას.
6) ქუთაისის წყალარინების (კანალიზაციის) პროექტი – 321 მლნ ლარი (პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების ფონდის (EPTATF) დაფინანსებით ხორციელდება)
აღნიშნული პროექტი მოიცავს:
ქალაქ ქუთაისში 116 კმ სიგრძის მაგისტრალური წყალარინების ქსელის (კანალიზაციის), 25 კმ სიგრძის კოლექტორისა და 19 სატუმბი სადგურის მოწყობას. ასევე, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას.
7) თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მშენებლობა – 270 მლნ ლარი (პროექტი მსოფლიო ბანკისა (WB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ხორციელდება)
აღნიშნული პროექტი მოიცავს:
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას;
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის საგარეჯო-ბადიაურის 17-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას.
8) ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება – 270 მლნ ლარი (პროექტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და ევროკავშირის (EU) დაფინანსებით ხორციელდება)
აღნიშნული პროექტი მოიცავს:
ხაშურში და მიმდებარე დასახლებებში წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) სისტემების რეაბილიტაცია-მოწყობას, კერძოდ, 200 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელის და 45 კმ წყალარინების ქსელის მოწყობას, არსებული 2 სათავე ნაგებობის და მასთან დაკავშირებული სატუმბი სადგურის რეაბილიტაციას, რეზერვუარების მშენებლობას და ა.შ.
9) თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი – 196 მლნ ლარი (პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება)
აღნიშნული პროექტი მოიცავს:
თბილისის მეტროს 12 სადგურის რეაბილიტაციას, რაც მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
10) ქალაქების საინვესტიციო პროგრამა – 159 მლნ ლარი (პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB, ძირითადი დონორები: იაპონია და ) დაფინანსებით ხორციელდება.)
აღნიშნული პროექტი მოიცავს:
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ძველ ანაგასა და ქვემო ბოდბეში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში და ქალაქ სენაკში საბავშვო ბაღების მშენებლობას;
ახალციხესა და ზუგდიდში სპორტული კომპლექსების მშენებლობას;
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მშენებლობას;
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციას.