„სეზონის დადგომასთან ერთად, დაქირავებაზე მოთხოვნის ზრდას ველოდებით“ – Noble Real Estate

უძრავი ქონების კომპანია Noble Real Estate – ს თანადამფუძნებელი, ვაჟა მებაღიშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უძრავი ქონების დაქირავებაზე მოთხოვნა შემცირებულია, თუმცა შესაბამისი სეზონის დადგომასთან ერთად, დაქირავებაზე მოთხოვნის ზრდას არის მოსალოდნელი.
მისივე ცნობით, უძრავი ქონების დაქირავების ღირებულებაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული და ფასი ლოგიკურ ნიშნულს უბრუნდება.
„ჩვენი უძრავი ქონების კომპანია ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატებზე მუშაობს, სადაც როტაციის კომპონენტიც არის და შესაბამისად, ამ კუთხით მოთხოვნა გვაქვს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბიუჯეტურ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირებულია. სეზონის დადგომასთან ერთად, ველოდებით ქირაზე მოთხოვნის ზრდასაც. სავარაუდოდ, გაზაფხულიდან უკვე გააქტიურდება მოთხოვნა.
გაქირავების კუთხით, კვლავ ყველაზე მოთხოვნად რეგიონად რჩება, მაგრამ იქაც გარკვეულწილად მოთხოვნა შემცირებულია. რაც შეეხება თბილისს, ლიდერ პოზიციას ვაკის რაიონი იკავებს, შემდეგ მოდის მთაწმინდა და საბურთალო, რომელიც ბოლო პერიოდში ამ კუთხით გააქტიურებულია“, – აცხადებს მებაღიშვილი.
უძრავი ქონების კომპანიის თანადამფუძნებელი ასევე გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სექტორი არ არის რეგულირებული, შესაბამისად, ევროპის უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციას ანგარიშის წარდგენისას, ყველა პუნქტზე NA-ს მითითება უწევთ.

ასევე დაგაინტერესებთ