სახარების რწმენის ეკლესია აღდგომას დღესასწაულობს

მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული აღნიშნა სახარების რწმენის ეკლესიამ.
რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის სახარების რწმენის ეკლესიაში საზეიმო მსახურებას ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი უძღვებოდა.
„ტაძარში შეკრებილთ დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსმა, გიორგი პატაშურმა. საზეიმო წირვას დაესწრო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ავთანდილ კვერნაძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მინდა, ვურჩიო ღარიბაშვილს, მოერიდოს შეკვეთილ საკვებს, ხინკალს, ხაშლამას, სუპებს და ბევრ სხვა პროდუქტს, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ნოვიჩოკი ან მძიმე მეტალები – მის პატრონს უყვარს სხვადასხვა ნივთიერებებით ექსპერიმენტირება