არქივი28 ივნისი, 2024, 11:25
„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზარდა
„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.2% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.3 %-ით განისაზღვრა.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
„სტატისტიკის“ თანახმადვე, 2024 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.