საქართველოში 12.52 მლრდ ლარის იპოთეკური სესხებია გაცემული
საერთო სესხებში იპოთეკის წილი შემცირდა, აღნიშნულს მოწმობს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.
კერძოდ, სებ-ის მონაცემებით, თუ 2025 წლის ივნისის მდგომარეობით, ჯამურად გაცემული სესხების 18.9% იპოთეკურ კრედიტებზე მოდიოდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 19.7% იყო.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა წლიურად 10.24%-ით, ხოლო თვიურად 1.06%-ით გაიზარდა.
კერძოდ, წელს ივნისის მდგომარეობით ჯამში გაცემულია 66.24 მლრდ ლარის სესხი, საიდანაც 18.9 % ანუ 12.52 მლრდ ლარი იპოთეკურ სესხებზე მოდიოდა.
გასული წლის იგივე პერიოდში სულ ბანკების მიერ 57.3 მლრდ ლარის სესხი იყო გაცემული, საიდანაც 19.7% ანუ 11.3 მლრდ ლარი, იპოთეკურ სესხზე მოდიოდა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, წელს ივნისის მდგომარეობით ბანკების მიერ იპოთეკაზე გაცემული სესხებიდან თითქმის 86% – 10.7 მლრდ ლარი საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოდიოდა, 9.6% კომერციულ უძრავ ქონებაზე (1.202 მლრდ ლარი); დანარჩენი სხვა სახის უძრავ ქონებაზე.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
