ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში წიწვოვანი ხეების მერქნის საერთო მარაგის 47% მაღალი ღირებულებისაა

ტყის ეროვნული აღრიცხვის დროს გაკეთებული მერქნის ხარისხის შეფასების შედეგებით, საქართველოში არსებული წიწვოვანი სახეობების მერქნის საერთო მარაგის 47% მაღალი ღირებულებისაა (სამასალე), როცა ფოთლოვანი სახეობების მერქნის საერთო მარაგის მხოლოდ 5% წარმოადგენს სამასალე მერქანს.
მერქნის ხარისხობრივ მდგომარეობაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, დაწყებული სახეობრივი შემადგენლობიდან, დასრულებული სოციალური ფაქტორით, შესაბამისად მერქნის მდგომარეობაც განსხვავებულია საქართველოს რეგიონების მიხედვით.
საქართველოს რეგიონებიდან მერქნის ხარისხის, კერძოდ კი სამასალე მერქნის თვალსაზრისით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 39% (სამასალე) აჭარის რეგიონში ფიქსირდება, სხვა რეგიონებთან შედარებით გამოკვეთილია სამცხე-ჯავახეთისა (34%) და სამეგრელო - ზემო სვანეთის (22%) რეგიონები.
აღნიშნული სამი რეგიონიდან ორში: სამეგრელო - ზემო სვანეთი და სამცხე - ჯავახეთის რეგიონებში დომინირებს წიწვოვანი მცენარეები, ხოლო აჭარის შემთხვევაშიც მაღალი მაჩვენებლით - 39%-ით წარმოდგენილია წიწვოვანი მცენარეები.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.