საქართველოში დანიის ელჩი – დაუსჯელობა და უსამართლობა უნდა დასრულდეს და უსამართლოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ

დაუსჯელობა და უსამართლობა უნდა დასრულდეს და უსამართლოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი აქციებზე დაკავებულთა და დაპატიმრებულთა ოჯახებთან და ახლობლებთან შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“დღევანდელმა შეხვედრამ დაკავებულების ოჯახებისგან და მეგობრებისგან მტკივნეული პერსონალური ისტორიები დაგვანახა საპოლიციო სისასტიკეზე, არასაჭირო წინა სასამართლომდე დაკავებებზე და უსამართლო ან გადაჭარბებულ ბრალდებებზე. დაუსჯელობა და უსამართლობა უნდა დასრულდეს და უსამართლოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ”, – წერს სორენსენი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ