Armenian Community of Georgiaსაქართველოს სომეხთა სათვისტომო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, 24 აპრილს, თბილისში, თურქეთის საელჩოსთან სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიების ჩატარების ნება არ დართეს.
“24 აპრილს, კონკრეტულად თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე. შსს-სგან მიღებული პასუხის მიხედვით, არსებობს განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის ალბათობა.
რა საკვირველია, ეს ზღუდავს ჩვენი საზოგადოების შესაძლებლობას, ჩავატაროთ ის ტრადიციად ქცეული მნიშვნელოვანი სამახსოვრო ღონისძიება, რომელიც ეძღვნება სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას და რომელიც ყოველწლიურად ტარება თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
აღნიშნული დღე ჩვენთვის არა მხოლოდ ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების სიმბოლოა, არამედ ღირსებისა და სამართლიანობის დაცვის მშვიდობიანი გამოხატულება. ამ ღონისძიების ფარგლებში ჩვენ პატივს ვაგებთ უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას და ამავდროულად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას ისტორიული სიმართლის აღიარების აუცილებლობის შესახებ.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი შეზღუდვა ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ვალდებულებებით არის დაცული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ სახელმწიფოში თითოეულ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, მშვიდობიანად და ღირსეულად გამოხატოს საკუთარი ისტორიული მეხსიერება და სამოქალაქო პოზიცია.
ჩვენ განვსჯით საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს ჩვენი, როგორც საზოგადოების ნაწილის უფლებაა კანონიერად ჩავატაროთ აღნიშნული ღონისძიება მშვიდობიან, ორგანიზებულ და ღირსეულ გარემოში.
გვჯერა, რომ ურთიერთპატივისცემა, დიალოგი და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები არის ის საფუძველი, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული და მრავალფეროვანი საზოგადოებას.” – წერია სათვისტომოს განცხადებაში.