საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს გაიმართება

დღეს, 17:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში კომისია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისია გასაუბრების პროცესს დღეს დაასრულებს და გასაუბრების შედეგებს საქართველოს პრეზიდენტს 2024 წლის პირველ მაისამდე წარუდგენს.
„კომისიის დღევანდელი სხდომის მუშაობის ტრანსლაცია მოხდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური სოციალური ქსელის მეშვეობით – www.facebook.com/OrbelianiPalaceCommunications/ კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: თამარ სულუხია – თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის და ISET კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, (კომისიის თავმჯდომარე), არჩილ მესტვირიშვილი – სებ-ის საბჭოს ყოფილი წევრი, ნიკოლოზ ყაველაშვილი – ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ისაკაძე – მედიაკომპანია BMG-ის გენერალური პროდიუსერი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა 10 აპრილს შექმნა. კომისიამ განიხილა განაცხადები და სრული კონსენსუსით შეარჩია 8 კანდიდატი.
კომისია გასაუბრების პროცესს დღეს დაასრულებს და გასაუბრების შედეგებს საქართველოს პრეზიდენტს 2024 წლის პირველ მაისამდე წარუდგენს. სებ-ის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2024 წლის 7 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. სებ-ის საბჭოს წევრობის სურვილი სულ 28 პირმა გამოთქვა, საიდანაც საბჭომ 8 კანდიდატი შეარჩია“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ