ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "სლოვანისა" და "მანჩესტერ სიტის" (0:4) მატჩის შემდეგ სლოვაკმა სპეციალისტმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის თქმით, "მანჩესტერ სიტი" საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე უნახავს.
"ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, უბრალოდ ფანტასტიკური გუნდი ვიხილეთ, რა თქმა უნდა, სასწაულების ყველა მწვრთნელს უნდა სჯეროდეს, თუმცა "მანჩესტერ სიტი", მათი თამაშის ხარისხი... ეს რაღაც საოცრება იყო.
ჩვენ ნამდვილად ვთამაშობდით საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, რაც კი ოდესმე მინახავს", - განაცხადა ვაისმა.
შეგახსენებთ, "სლოვანს" ჩემპიონთა ლიგაზე ორი მარცხის შემდეგ 0 ქულა აქვს, ვლადიმირ ვაისის
გაწვრთნილი გუნდი ტურნირზე მორიგ მატჩს სტუმრად, "ჟირონას" წინააღმდეგ გამართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.