სასამართლომ 76 წლის გიორგი ვაჩაძეს, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა

აქციის მონაწილე, 76 წლის გიორგი ვაჩაძე, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
ჩაგუნავას გადაწყვეტილებით ვაჩაძეს სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ვაჩაძის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას არ ითხოვდა.
ვაჩაძეს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.