ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სარფის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები (ოქროს ნაკეთობების საერთო წონა - 357,87 გრამი და ვერცხლის ნაკეთობების საერთო - წონა 60,23) გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 73 798,07 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.