თბილისი ენერჯის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება ისანი-სამგორის რაიონში დროებით 1000 აბონენტს შეუწყდება, (მანამდე გამოცხადებული 9500 აბონენტის ნაცვლად)
ქსელის რეკონსტრუქციის გამო, 1 აპრილის 22:00 საათიდან 2 აპრილის 10:00 საათამდე მიწოდება დროებით შეწყდება შემდეგ მისამართებზე:
ნავთლუღის ქ. 5/7, 9, 15/1, ჩიხი 9
სტეფანე ჭრელაშვილის ქ. 3, 4
ქ. წამებულის (წმ. დედოფლის) გამზ. 61, 63, 63ა, 63ბ, 63ც, 65, 65ა
წერნაკის, უჯარმის, პატარძეულის, კაჭარავას, I, II, III დოლაბაურის ქუჩები
ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, დესპინე გელოვანის, ეთერ კაკულიას ქუჩები
ნავთლუღის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილი
ასევე, გაზმომარაგება შეუწყდება მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორის:
ქ. წამებულის გამზ. 69-ში მდებარე შპს ,,ველაჯიო”
ქ. წამებულის გამზ. 69-ში (ახლ. ეთერ კაკულიას ქუჩა) მდებარე სს ,,ევექსის კლინიკები”
ქ. წამებულის გამზ. 67დ-ში – შპს ,,თონე-2”, შპს ,,ჯორჯიან ბიზნეს კომპანია”
სს ,,სუში მანია”, სს ,,თიბისი ბანკი”
ი/მ ალექსანდრე რაზმაძის თონე, ი/მ დავით ნოზაძე და სხვა.
გაზმომარაგების აღდგენა 2 აპრილის 10:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათისთვის სრულად დასრულდება.
გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
