სანიოლს არაბებმა დაუძახეს, დაიწყო მოლაპარაკებები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან…

ვილი სანიოლსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ისიც არ არის უცნაური, რომ “ჯვაროსნების” დამრიგებელს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის გამოსვლის შემდეგ მსურველები გამოუჩნდნენ.

ფრანგული მედიის ცნობით, სანიოლის სამსახურით “ალ იტიჰადია” () დაინტერესებული. მის გარდა, განიხილავენ კიდევ სამი ფრანგი სპეციალისტის ვარიანტს – ერვე რენარის (ვისი ხელმძღვანელობითაც ბოლო მუნდიალზე საუდებელმა არგენტინა დაამარცხეს), ლორან ბლანის და კრისტოფ გალტიესი.

ვნახოთ, შეჩერდება თუ არა “ალ იტიჰადის” საბოლოო არჩევანი სანიოლზე და თუ შეჩერდება, იქონიებს თუ არა გადამწყვეტ გავლენას ფინანსები, რომელიც არაბებს ჩვენზე გაცილებით მეტი აქვთ…

წყარო