სანდრო რაქვიაშვილი: ყველაფერი ლევან მურუსიძის დაცვას გადავაყოლეთ – მესმის, რომ „ქართული ოცნების“ ძალაუფლება ამაზე შეიძლება იდგეს, მაგრამ…

ყველაფერი ლევან მურუსიძის დაცვას გადავაყოლეთ – მესმის, რომ „ქართული ოცნების“ ძალაუფლება ამაზე შეიძლება იდგეს, მაგრამ გადავიმტერეთ , გადავიმტერეთ ევროპელები და ალტერნატივა რა არის?! რის იმედზე ვართ?! ჩვენს რეალობაში ამერიკელებთან დაპირისპირება შინაარსობრივად რუსობას ნიშნავს! – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა გააკეთა.

რაქვიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმრავლესობის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც ბევრი რუსულს ეძახის, შინაარსობრივად აშშ-ს წინააღმდეგ მიმართული კანონია. მისივე თქმით, ახლა ამერიკელებთან დაპირისპირება სთვის სასარგებლო ქმედებაა.

“აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება პასუხობს კითხვას, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში – კანონპროექტი, რომელსაც ბევრი რუსულს ეძახის, შინაარსობრივად აშშ-ს წინააღმდეგ მიმართული კანონია. აშშ-ს რეაქციაც ამაზე მიუთითებს და ჩანს ისიც, თუ რამ გამოიწვია – აშშ გვეუბნება, მიხედეთ სასამართლოს. კითხვა დადის მარტივ ამბამდე – აქვს თუ არა აშშ-ს ლეგიტიმური უფლება, რომ ჩვენს საქმეში ჩაერიოს და გვითხრას, შეცვალეთ სასამართლო. ჩემი აზრით, ამის სრული ლეგიტიმაცია აქვთ, რადგან თქვენ აშშ-ს იქეთ ვთხოვთ დახმარებას, ჩვენ ვთხოვთ დაცვას, ამერიკელებზე დგას ჩვენი უსაფრთხოება და ზოგადად ამერიკა არის ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოგვწონს.

არ ვიცი, თქვენ როგორ მოგწონთ, მაგრამ მე ძალიან მომწონს – მომწონს აშშ-ს სასამართლო სისტემა, მომწონს აშშ-ს თავისუფალი ხალხი, მიყვარს აშშ-ს სიტყვის თავისუფლება, მიყვარს აშშ-ს დეცენტრალიზაცია. აშშ-შიც ბევრი ცუდი რამ ხდება, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე უკეთესი ქვეყანა არ არსებობს – შეიძლება ოდესღაც ვიღაცამ შექმნას, მაგრამ ახლა არის ის ქვეყანა, რომელიც მართლა ეტალონია ბევრი გადმოსახედიდან“, – განაცხადა რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ასევე დაგაინტერესებთ