ბაიდენმა შესაძლოა, მიშელ ობამას სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნას – “შპიგელი”

ჯო ბაიდენმა შესაძლოა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნას და მის ნაცვლად პრეზიდენტად კენჭი მიშელ ობამამ იყაროს – გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზად ბაიდენის ასაკი სახელდება.
გერმანული გამოცემა “შპიგელი” სტატიას ავრცელებს და წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტი კანდიდატურის მოხსნის შესახებ, სავარაუდოდ, 2024 წლის აგვისტოში, ჩიკაგოში დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე გამოაცხადებს.
“ქალი პრეზიდენტის იდეა ბევრ ამერიკელს მოსწონს”, – წერს “შპიგელი”.
გამოცემის ცნობით, ბაიდენის პოტენციური შემცვლელების სიაში უკვე შეიყვანეს -ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მეუღლე, მიშელ ობამა.