“ვიდეოს უღებდნენ, უნდა ეთქვა, რომ ლაჩარია და აღარ დაარტყამდნენ” – რას ჰყვება მოწმე მედიასთან

ტვ პირველის ცნობით, მამუდ მამედოვი, რომელიც ს ცემას შეესწრო, არავის გამოუკითხავს, იგი მედიასთან ჰყვება:
ორგანიზებულად იყო. წააქციეს ლევან ხაბეიშვილი და დაესია მინიმუმ 15 სპეცრაზმელი, რომლებმაც ცემა დაუწყეს. ურტყამდნენ სახის არეში ფეხებით. სპრეიც გაუშვეს მაგ მომენტში და ახლოს არავის არ უშვებდნენ. როგორც ვიცი, გოგა მემანიშვილი და “ხარება” იყო. იღებდნენ ტელეფონებით, რადგან დაეფიქსირებინათ, თუ როგორ აყენებს თავის თავს შეურაცხყოფას ლევან ხაბეიშვილი. ხაბეიშვილს უნდა ეთქვა, რომ ლაჩარია, ა.შ., რის მერეც აღარ დაარტყამდნენ. ნომრებიდან გამომდინარე, ამოიცნობენ კიდევაც და დაადგენენ, ვინ არიან. ყოფილი თანამშრომელი ვარ და ვიცი, როგორ, რა ხდება. მათ ამოცნობას და მაგის დადგენას ორი წუთი უნდა, მაგრამ დავალება აქვთ ს და გომელაურის”.
ცნობისთვის, სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს. დაშავებულთა შორის პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილიც არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ენტონი ბლინკენი – კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ – ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გადადგან ნაბიჯები, რათა ქვეყანამ წინ წაიწიოს სწორი მიმართულებით