ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სანამ სკოლაში სისხლისღვრას მოაწყობდა, მანამდე ოჯახის წევრები მოკლა

სანამ სკოლაში სისხლისღვრას მოაწყობდა, მანამდე ოჯახის წევრები მოკლა

მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა 18 წლის თავ­დამ­სხმე­ლის ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­მაც ბრი­ტა­ნე­თის კო­ლუმ­ბი­ის ტამ­ბლერ რი­ჯის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ცე­ცხლი გახ­სნა - სრო­ლის შე­დე­გად სა­ერ­თო ჯამ­ში, ათი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მათი ასა­კი ძი­რი­თა­დად 13-დან 17 წლამ­დეა. და­ღუ­პულ­თა შო­რის ერთი მას­წავ­ლე­ბე­ლია.

თავ­დას­ხმის შე­დე­გად 25 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

  • ირ­კვე­ვა, რომ ცე­ცხლი 18 წლის ჯესი ვან რუტ­სე­ლა­არ­მა გახ­სნა. CTV News-ის ცნო­ბით, ვიდ­რე სკო­ლა­ში სკო­ლა­ში სის­ხლის ღვრას მო­ა­წყობ­და, მა­ნამ­დე ოჯა­ხის წევ­რე­ბი - დედა, ჯე­ნი­ფე­რი და ძმა, ემე­ტი სა­კუ­თარ სახ­ლში ჩა­ცხრი­ლა. შემ­დეგ კი სკო­ლა­ში გა­ე­მარ­თა. მან სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რო­გორ აღ­ნიშ­ნავს ის და­ბა­დე­ბის დღეს და სა­დი­ლობს ოჯახ­თან ერ­თად. ჯესი ვან რუტ­სე­ლა­არს ერთ-ერთ ფო­ტო­ზე თოფი უჭი­რავს და ბედ­ნი­ე­რი პო­ზი­რებს.

  • რო­გორც პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გან­მარ­ტეს, ჯე­სიმ 12 წლის ასაკ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი იდენ­ტო­ბა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფსი­ქი­ატრთან და­დი­ო­და.
"პო­ლი­ცია ამ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნაც იყო მი­სუ­ლი და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის თა­ნახ­მად ჩა­მო­არ­თვეს. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ია­რა­ღის კა­ნო­ნი­ერ­მა მფლო­ბელ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი დაბ­რუ­ნე­ბის მო­თხოვ­ნა შე­ი­ტა­ნა და ია­რა­ღი და­უბ­რუნ­და“, - გა­ნა­ცხა­და ბრი­ტა­ნე­თის კო­ლუმ­ბი­ა­ში კა­ნა­დის სა­მე­ფო პო­ლი­ცი­ამ.

175 მოს­წავ­ლის­გან შემ­დგა­რი სა­შუ­ა­ლო და და­წყე­ბი­თი სკო­ლა კვი­რის ბო­ლომ­დე და­ი­ხუ­რა.

გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს ჯე­ნი­ფერს არ ჰქონ­და მოქ­მე­დი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ლი­ცენ­ზია.

ვინც ვან რუტ­სე­ლა­არს "მშვიდ ბი­ჭად“ აღ­წე­რენ, რო­მე­ლიც ხში­რად მარ­ტო იჯდა კუ­თხე­ში.

კა­ნა­დის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მარკ კარ­ნიმ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, სა­დაც აღ­ნიშ­ნა, რომ მომ­ხდა­რის გამო შო­კი­რე­ბუ­ლია.

წყა­რო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.