არქივი15 აგვისტო, 2024, 16:49
სამართლიანი არჩევნები: ნინო ფოჩხუას პოსტი მის საჯარო პროფილზე აღარ იძებნება, თუმცა ის პროსახელისუფლებო მედიაში, ანონიმურ გვერდებსა და ჯგუფებში გავრცელდა
"ზუგდიდში 13 აგვისტოს მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც 6 წლის ტყუპები დაიღუპნენ, პროსახელისუფლებო ექსპერტი ნინო ფოჩხუა გამოეხმაურა. ფოჩხუა წერდა, რომ ოჯახს ფინანსური პრობლემა არ ჰქონია და ბავშვები „დედას ღამე მარტო ჰყავდა მიტოვებული სახლში, თავად კი ბათუმში იყო წასული გასართობად. ადგილობრივებმა კარგად იციან, რას წარმოადგენს ეს ქალბატონი. პოლიციამ ძლივს მიაკვლია ბათუმში და გალეშილი მთვრალი ზუგდიდში წაიყვანა.“
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.