სალომე ზურაბიშვილი მოლოდინის რეჟიმშია, ელოდება “პატრონების” ბრძანებას, შეიწყალოს თუ არა სააკაშვილი, ეტყობა, ჯერ როზნერს არ გაუზომავს მათი რეიტინგები

მოლოდინის რეჟიმშია, ელოდება “პატრონების” ბრძანებას, შეიწყალოს თუ არა სააკაშვილი. ეტყობა ჯერ როზნერს არ გაუზომავს რეიტინგები, როგორც სალომესი, ისე სააკაშვილის, – ასე ეხმიანება ნინო ფოჩხუა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, იმის შესახებ, რომ ს შეწყალება დამოკიდებულია მისი და ზურაბიშვილის რეიტინგებზე, რომელსაც როზნერი გაზომავს.
მისი განცხადებით, თუ სააკაშვილის რეიტინგი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ზურაბიშვილის, მაშინ პრეზიდენტი შეასრულებს ბრძანებას და მას შეიწყალებს.
“სალომე ზურაბიშვილი მოლოდინის რეჟიმშია, ელოდება “პატრონების” ბრძანებას, შეიწყალოს თუ არა სააკაშვილი. ეტყობა ჯერ როზნერს არ გაუზომავს რეიტინგები, როგორც სალომესი, ისე სააკაშვილის. მიშას შეწყალება კი დამოკიდებული იქნება მის რეიტინგზე, ექნება მაღალი რეიტინგი სალომესთან შედარებით, პრეზიდენტი შეასრულებს ბრძანებას, შეიწყალებს თუ არა და არა. მოკლედ, როგორც უბრძანებენ, მაგრამ ეს ვერ უშველით, სალომე სძულს ქართველ ხალხს და “ვივამედის” პაციენტს დღითი დღე რომ აკლდება რეიტინგი, არ ახალია, არც ახალი ლიდერი ჩანს ოპოზიციურ ფლანგზე.” – წერს ნინო ფოჩხუა.
Next: სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ასევე დაგაინტერესებთ