და გიორგი გახარია მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებენ

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდა.

ზურაბიშვილმა შეხვედრის შესახებ X-ზე დაწერა და თქვა, რომ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე უწყვეტი აქციების შესახებ ისაუბრა.

„პროდუქტიული საუბარი მქონდა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე უწყვეტი აქციების შესახებ. ვისაუბრეთ დამატებით ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე. ხაზი გავუსვი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას“, — თქვა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარ რინკევიჩთან შეხვედრაზეც.

მისი თქმით, ლატვიის პრეზიდენტთან ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ურყევ ნებაზე ისაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ეკა კა­ხი­ა­ნის ოჯახ­თან ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ. გო­გო­ე­ბი იქ იყ­ვნენ, ეკამ და­მი­რე­კა და მი­თხრა… ასე გა­და­წყდა მათი წა­მოყ­ვა­ნა. ეს იყო უბ­რა­ლოდ პირ­ვე­ლი კერ­ძო რე­ი­სი. ამ ამ­ბის პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­დაყ­ვა­ნა არას­წო­რია”