სალომე ზურაბიშვილი – ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამოცხადება მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე შემთხვევითი არ იყო – ვფიქრობ, ეს იყო მესიჯი ამ კონფერენციისთვის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამოცხადება მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შემთხვევითი არ იყო და ამით რუსეთმა კონფერენციას გარკვეული გზავნილი გაუგზავნა.
„ვფიქრობ, შემთხვევითი არ იყო, რომ ნავალნის გარდაცვალება გამოცხადდა მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე საათით თუ წუთით ადრე. რუსეთისთვის დამახასიათებელია, შეეცადოს ფსიქოლოგიურად გავლენა მოახდინოს, რომ რუსეთი აკეთებს რასაც უნდა, სადაც უნდა. ვფიქრობ, ეს იყო მესიჯი მიუნხენის კონფერენციისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში dpa-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, პარასკევს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი კოლონიაში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)

თეონა ბაღდავაძე: პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ემოციური ვიდეოსთვის, უბრალოდ არ შემიძლია ნიკუშა კაპანაძის ნაძირალა დედას რომელიც ცდილობს სიტუაციიდან დაძვრომას გულგრილად ვუყურო