სალივანი უკრაინელებს: „თქვენ უნდა გჯეროდეთ შეერთებული შტატების“

„აქ ვარ იმის სათქმელად, რომ თქვენ უნდა გჯეროდეთ შეერთებული შტატების. ამ ომის დაწყებიდან, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ. ჩვენ [ს] გავუწიეთ უზარმაზარი დახმარება და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას ყოველდღე, ყველანაირად“, – ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეს განცხადება კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ჯეიკ სალივანი კიევს 20 მარტს ეწვია და უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან ერთად, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
სალივანმა, შესავალ სიტყვაში, უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების დამატებითი დახმარების პაკეტის შესახებ ისაუბრა, რომელსაც, მისივე თქმით, უკრაინა და უკრაინელი ხალხი იმსახურებს. დამატებითი დახმარების შესახებ კანონპროექტს, რომელიც სთვის 60 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარებას ითვალისწინებს, სენატმა ორპარტიული უმრავლესობით უკვე დაუჭირა მხარი. თუმცა, ჯერი ახლა წარმომადგენელთა პალატაზეა, სადაც, სპიკერის გადაწყვეტილებით, საკითხი კენჭისყრაზე ამ დრომდე არ გასულა. პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ პაკეტის დამტკიცებისთვის, ჯპ ბაიდენი წარმომადგენელთა პალატასთან ყოველდღიურად მუშაობს.
„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამას მივაღწევთ. ჩვენ მივიღებთ ამ დახმარების [პაკეტს] უკრაინისთვის. თუმცა, მანამდე, ჩვენ უბრალოდ მოლოდინის რეჟიმში არ ვართ. ჯერ კიდევ გასულ კვირას, თეთრ სახლში ჩვენ გამოვაცხადეთ უკრაინის დახმარების ახალი, 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვისა და სხვა მნიშვნელოვან მარაგებს, რომელიც ფრონტის ხაზზე ახლა არის საჭირო“, – თქვა სალივანმა და აღნიშნა, რომ ამასთან ერთად, ვაშინგტონი განაგრძობს უკრაინის დასახმარებლად, 50-ზე მეტი ქვეყნისგან შემდგარ კოალიციასთან მუშაობას, რათა კიევმა უწყვეტი დახმარება მიიღოს.

„ჩვენ ერთად ვიმუშავებთ მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს“, – თქვა სალივანმა.
ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთმა მარცხი უკვე განიცადა. თუმცა, მისივე თქმით, საბოლოო მიზანი არის არა მხოლოდ თავისუაფლი და დამოუკიდებელი, არამედ, ამასთან ერთად, ასევე უსაფრთხო და დაცული უკრაინა.
ჩვენ გვჯერა, რომ ამ ომში უკვე დამარცხდა. ჯეიკ სალივანი
„ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთი ამ ომში უკვე დამარცხდა. რა იყო რუსეთის გეგმა? უკრაინის რუკiდან წაშლა, უკრაინელად ყოფნის იდეის ისტორიიდან წაშლა – ის ამაში უკვე დამარცხდა. მან მარცხი განიცადა თქვენს დედაქალაქზე თავდასხმისას, რადგან უკრაინელები წინ აღუდგნენ და დედაქალაქი დაიცვეს. მან ვერ შეძლო უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ჩამოშლა. მან ვერ შეძლო უკრაინელი ხალხის სულისკვეთების ჩახშობა. ასე რომ, პუტინისა და რუსეთის მიერ, ამ ომის დასაწყისში დასახული მიზნები ვერ შესრულდა და ვერასდროს შესრულდება. მაგრამ, ეს საკმარისი არ არის. საბოლოოდ, ჩვენ უნდა ვიხილოთ გარემოება, რომელშიც უკრაინა აღარ განიცდის საფრთხეს და რუსული ჯარების თავდასხმას, სადაც მას შეუძლია იდგეს არა მხოლოდ როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი, არამედ უსაფრთხო და დაცულიც“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა.
ჯეიკ სალივანმა, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე დარწმუნებით თქვა, რომ ამერიკის წარმომადგენელთა პალატა, საბოლოოდ უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს დაამტკიცებს, ამიტომ, სათადარიგო გეგმებზე საუბარი საჭირო არ არის. თუმცა, მისი თქმით, რთულია ვადებზე საუბარი. ამასთან, მან კიდევ ერთხელ ისაუბრა, ვაშინგტონისა და ამერიკელი ხალხის მხრიდან უკრაინის ურყევი მხარდაჭერის შესახებ. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია თავად უკრაინისთვის, ეს ასევე მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ