“საერთაშორისო დემოკრატიის ალიანსი” - მოვუწოდებთ დემოკრატიულ სახელმწიფოებს დაასანქცირონ ქართველი ოლიგარქი
„სოციალურ ქსელ საერთაშორისო დემოკრატიის ალიანსი (IDU) მოუწოდებს დემოკრატიულ სახელმწიფოებს დაასანქცირონ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
განცხადების თანახმად, მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ძალადობის, დაშინების, უკანონო დაპატიმრებების და ტერორის საპირისპიროდ, ქართველებმა აჩვენეს წარმოუდგენელი სიმამაცე და შეუპოვრობა თავიანთი დემოკრატიის და ევროპული მომავლის დასაცავად.
“მოვუწოდებთ დემოკრატიულ სახელმწიფოებს დაასანქცირონ ქართველი ოლიგარქი “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და მშვიდობიანი პროტესტანტების ბრუტალურ დარბევაზე პასუხისმგებელი მთავრობის წევრები. IDU სოლიდარობას უცხადებს „ენმ“-ს, ქართველ ხალხს და მათ სიმტკიცეს ავტორიტარული რუსული სტილის კანონის წინააღმდეგ, რომელიც დააშორებს ქვეყანას დასავლეთს“, - წერია IDU-ს განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.