სად იქნება ნაყოფია – “ახალთან” თუ ჩაიბარებს ენმ-ის ბორდის ხელმძღვანელობას – რა ინფორმაცია აქვს გვარამიას

სად წავა – შეუერთდება “ახალს” თუ “ნაციონალური მოძრაობის” ბორდის ხელმძღვანელობას ჩაიბარებს – ს თქმით, მას კობა ნაყოფიას პოზიციაზე ინფორმაცია არ აქვს.
“პირველების” ინფორმაციით, კობა ნაყოფიასთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ პარტიის ბორდის ხელმძღვანელობა ჩაიბაროს. კობა ნაყოფია ამ დრომდე ნაცმოორაბის წევრია და პარტიის საპარლამენტო ფრაქციში რჩება.
რომ გითხრათ, რომ ყველა ინფორმაციას ვფლობ ამ მიმართულებით, ასე არ არის. გულწრფელად გეტყვით, რომ მე ეს ამბავი კობასგან არ გამიგია, უცნაური და გულდასაწყვეტი იქნება თუ ასეთი რამ ხდება და მე სხვისგან გავიგებ ამ ამბავს, ნუ, ფაქტია, რომ საინფორმაციო საშუალებებით გავიგე. მე მგონია, რომ არა (არ ხდება). ამაზე პასუხი კობამ უნდა გასცეს, ის აქ არ არის, არ გვქონდა ჩაღრმავებული საუბრის შესაძლებლობა. ყველას არჩევანია, რას იზამს. შეიძლება ერტი წელი იძახო, რომ ეს ხაბეიშვილის პარტია გახდა და ჩემთვის საინტერესო არ არის, მაგრამ მერე ხაბეიშვილის პარტიაში მოხვდე ისევ – ეს შეიძლება მოხდეს, ქართულ პოლიტიკაში ეს მომხდარა, კობას შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა, მაგრამ მე არ ვიცი, ეს მისი არჩევანია,” – ამბობს გვარამია.