ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საბჭოთა რუსეთთან ომში ქართული ჯარის ბორჩალოს მუსლიმთა ესკადრონის მეთაური ისრაფილ-ბეკ იედიგარი

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მრავალი მნიშვნელოვანი ეპიზოდი და მოქმედი ფიგურა ჯერაც სრულიად უცნობია. საბჭოთა რეჟიმი ოკუპაციის მოწინააღმდეგეთ „იმპერიალიზმის აგენტებად“ წარმოაჩენდა, მათ სახელებს ქართული საზოგადოების აღქმიდან გულდასმით შლიდა, სანაცვლოდ კი ყალბ ავტორიტეტებს ამკვიდრებდა.
❗ ერთ-ერთი ასეთი ფიგურა საქართველოს შეიარაღებული ძალების მაიორი ისრაფილ-ბეკ იედიგარია.
⚔ ისრაფილ-ბეკმა თბილისის კადეტთა და პეტერბურგის პაჟთა კორპუსი დაამთავრა. იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში.
⚔ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, 1918 წლიდან, საქართველოს ჯარშია. სხვადასხვა ცნობებით, ასევე მეთაურობდა ბორჩალოს მხარის სამხედრო კონტრდაზვერვას.
⚔🐎 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმისას მეთაურობდა ბორჩალოელ მუსლიმთა ცხენოსან ესკადრონს.
🇵🇱 საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ჩადგა პოლონეთის რესპუბიკის სამსახურში როგორც ქართველი ოფიცერი. მიაღწია პოდპოლკოვნიკის რანგს, მსახურობდა მარშალ ედვარდ რიძ-სმიგლის სახელობის მე-11 ულანთა პოლკში.
გარდაიცვალა 1939 წელს, დაკრძალულია ვარშავაში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.