სააკაშვილი უნდა დაპირდეს ადამიანებს, რომ თუ ციხიდან გამოუშვებენ, სხვასაც დაეხმარება ციხიდან გამოშვებაში – იაგი ხვიჩია

საყოველთაო ამნისტია პატიმრებს – პარლამენტთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, იმყოფება ამნისტიის პროექტის ავტორი . როგორც დეპუტატი ამბობს, მისი მიზანია, პარლამენტში ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყოს და მზად არის, “ქართული ოცნების” წინადადებები მოისმინოს.
ყველა გრძნობს საჭიროებას, რომ ამნისტია არის, ამაზე პრემიერ-მინისტრმაც ილაპარაკა. ზოგადად, მინდა, რომ ამნისტიაზე ლაპარაკი დაიწყოს პარლამენტში, ჩემს კანონპროექტს არ განიხილავენ, თავისი შემოიტანოს ოცნებამ და მას დავუჭერ მხარს. ამ ხალხის მოთხოვნა არის ლეგიტიმური, ისინი ითხოვენ, რომ მოდით, დავიწყოთ ამნისტიაზე საუბარი საარჩევნო წელს.
მე უფრო მეტ აქტიურობას ველოდები ს მხარდამჭერებისგან ამ თემაზე, არათუ შემაფერხებელი ფაქტორი, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია იყოს მთავარი ფაქტორი ამ ამნისტიის განხორციელების დროს და მან პირადად დაპირდეს ადამიანებს, რიომ თუ შეძლებენ იმას, რომ ციხიდან გამოუშვებენ, სხვასაც დაეხმარება ციხიდან გამოშვებაში.

ასევე დაგაინტერესებთ