სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წალენჯიხიდან პრეზიდენტის სასახლემდე მსვლელობა დაიწყო

ნაციონალურმა მოძრაობამ ექსპრეზიდენტი ს გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება წალენჯიხიდან დაიწყო და მსვლელობას რამდენიმე ქალაქში გააგრძელებს.
“სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს ვიწყებთ გამარჯვებული წალენჯიხიდან, ყველაზე მამაც და ყველაზე გამბედავ ადამიანებთან ერთად, დიახ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, 100 ათასობით ჩვენმა მოქალაქემ ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.
ეს დღე აუცილებლად შევა თავისი მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და სალომე ზურაბიშვილმა ძალიან სწრაფად უნდა გადაწყვიტოს, ის ირჩევს ევროპული დემოკრატიის გზას, თუ ის ირჩევს რუსული ავტორიტარიზმის გზას”.- თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა და მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მ.
პროტესტის მონაწილეები მსვლელობას თბილისში, ს ადმინისტრაციაში დაასრულებენ, სადაც პრეზიდენტს ხელმოწერებს გადასცემენ.