2026 წლისთვის “ბეჭდების მბრძანებლის” სამყაროზე ახალი ფილმის გამოსვლა იგეგმება

Warner Bros. Discovery-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და პრეზიდენტმა, დევიდ ზასლავმა თქვა, რომ 2026 წელს ბეჭდების მბრძანებლის სამყაროზე ახალი ფილმი გამოვა.
Warner Bros. Discovery-ის დირექტორის თქმით, ფილმზე იმუშავებს ბეჭდების მბრძანებლისა და ჰობიტის ტრილოგიების რეჟისორი, პიტერ ჯექსონი. ჯექსონს მისივე ცოლი, ფრენ უოლში და ფილიპა ბოიენსი სცენარზე მუშაობაში დაეხმარებიან. უოლში და ბოიენსი წარსულში უკვე მუშაობდნენ ბეჭდების მბრძანებლისა და ჰობიტის სცენარზე.
ზასლავის თქმით, ფილმი “ჩაუღრმავდება ისტორიებს, რომლებიც ჯერ არ მოუყოლიათ”. მისივე თქმით, ბეჭდების მრძანებლის, ჰარი პოტერისა და DC Universe-ის ფრენჩაიზები ნაკლებადაა გამოყენებული, რის “გამოსწორებაზეც” მუშაობენ.
ახალი ფილმის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. ეს იქნება პირველი ფილმი ბეჭდების მბრძანებლის სამყაროზე, რომელსაც Warner Bros.-ს სტუდია გადაიღებს.
ბეჭდების მბრძანებელი ეფუძნება ბრიტანელი მწერლისა და ლინგვისტის, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ნაწარმოებებს. ფენტეზის ჟანრის ამ წიგნებში ძირითადი მოქმედება გამოგონილ კონტინენტ შუამიწეთში ხდება.