“რუსულ კანონს არ მიგაღებინებთ!” – ქალი დეპუტატების საგანგებო განცხადება

„რუსული კანონის“ დაბრუნების განაცხადი არის ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში გვაბრუნებს – ქალი, ოპოზიციონერი დეპუტატები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებენ.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ბოლო ბრძოლა გამოაცხადა”.
ოცნება გვაბრუნებს, წარსულში – უკან რუსული ყაიდის ტიპის ქვეყნის ცხოვრებაში და ართმევს შესაძლებლობას მოქალაქეების იმ 85%-ს რომელსაც სურს, იხილონ ევროპა საქართველოში და არა ემიგრაციაში. ეს არის კიდევ ერთხელ იმისი მაჩვენებელი, რომ ის დროებითი მოგება, რაც ქართველმა ხალხმა “ქართულ ოცნებასთან” შეძლო, როდესაც პროტესტის შედეგად ჩვენ გავაჩერეთ რუსული კანონი და მათ მოუწიათ უკან წაღება, იყო დროებითი. თავდასხმების სერია არასამთავრობოებზე, დასავლეთზე, ოპოზიციასა და ქართულ დემოკრატიაზე, იყო გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ისინი გაბედავდნენ, კიდევ ერთხელ შემოეტანათ კანონი, რომელიც ქვეყანას ართმევს შესაძლებლობას, ვიცხოვროთ ისე, როგორც ამას ჩვენ ვწყვეტთ და არა კრემლის დიქტატითა და “ქართული ოცნების” კარნახით. ამ მოცემულობაში ბრძოლის გადამწყვეტი ფაზაა, თუ როგორ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ შეუპოვარ ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ გვებრძოლა ქალთა უფლებებსა და თანასწორობაზე, დაგვეგმო ის კანონი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” და არა “გირჩმა” დააინიცირა პარლამენტში, რათა ქალთა თანამონაწილეობა მოეშალა, მაგრამ დღეს ქალები კვლავ ძლიერები ვიქნებით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოში არასდროს არ დაბრუნდეს ის წარსული, რომელიც სურს „ქართულ ოცნებას” და საქართველოში კრიტიკული აზრი, დამოუკიდებელი ხმა და და ქვეყნის ევროპული არჩევანი იყოს დაცული”, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
განცხადება გააკეთა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემაც.
„რუსული კანონის“ ხელახლა შემობრუნებამდე, ივანიშვილის პარტიამ გენდერული კვოტების გაუქმება მოითხოვა და ამით კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა ის, რომ არ აპირებს არცერთი ვალდებულების შესრულებას. ივანიშვილის პარტია და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის ერთმანეთთან შეუთავსებელი.“ – ამბობს დეპუტატი.
მისი თქმით, ივანიშვილის პარტიის მიერ „რუსული კანონის“ ხელახლა დაბრუნება პარლამენტში კიდევ ერთხელ ნათლად გამოაჩინა ის, რომ ივანიშვილის პარტიის მიზანი არ არის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და აგრძელებს საბოტაჟს ამ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.
„რუსული კანონის“ ხელახალი შემოღებით, ივანიშვილის პარტია საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეული მოქალაქის ნებას და ოცნებას, რომ გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი. მაშინ, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ „რუსული კანონის“ შემოღება არის ის, რაც დააზიანებს ამ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ივანიშვილის პარტია ბედავს, რომ გადაუაროს საქართველოს მოქალაქეების ნებას, რომლებმაც იბრძოლეს ამ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მარტის აქციების დროს და ხელახლა სურს, რომ ეს კანონი დააბრუნოს პარლამენტში. შემთხვევითი არ არის არც ის ფაქტი, რომ „რუსული კანონის“ ხელახლა შემობრუნებამდე, ივანიშვილის პარტიამ სწორედ გენდერული კვოტების გაუქმება მოითხოვა და ამით კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა ის, რომ არ აპირებს არცერთი იმ ვალდებულების შესრულებას, რომელსაც ჩვენგან ითხოვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ეს, რომ ივანიშვილის პარტია და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის ერთმანეთთან შეუთავსებელი. ივანიშვილის პარტია კიდევ ძალიან ბევრს იზამს იმისთვის, რომ დააზიანოს ამ ქვეყნის ევროპული კურსი და თითოეული ჩვენგანის ვალია , როგორც აქამდე, ვიბრძოლოთ ბოლომდე იმისთვის, რომ ეს „რუსული კანონი“ არ მიიღოს პარლამენტმა და ჩვენ საბოლოოდ შევძლოთ ის, რომ ივანიშვილის პარტიის გარეშე გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი.“- განაცხადა ანა წითლიძემ

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!