რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ ქვეყნის ტერიტორიაზე დრონებით და რაკეტით შეტევა განახორციელა, არიან დაშავებულები, მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

ლიპეცკის ოლქის იელეცის ინდუსტრიულ ზონაში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნისა და მისგან გამოწვეული ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორ იგორ არტამონოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„იელეცის ინდუსტრიულ ზონაში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნისა და გაჩენილი ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. ისინი ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებენ“, – წერს გუბერნატორი „ტელეგრამ“ არხზე.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის „ვნუკოვოს“, „დომოდედოვოსა“ და „ჟუკოვსკის“ აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დაწესდა. ს დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ 9 დრონი ჩამოაგდო, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ.
დრონებით შეტევის შესახებ იუწყება ტულას ოლქის გუბერნატორი, დიმიტრი მილაევიც. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვამ ორ დღეში 37 დრონი ჩამოაგდო.
კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ ხინშტეინის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ ლგოვზე ღამით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა 30 კერძო სახლი, სამი მრავალბინიანი კორპუსის 26 ბინა, ორი მაღაზია, ავტოსამრეცხაო, 14 მსუბუქი ავტომობილი და ცხრა სატვირთო მანქანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან