რუსუდან გლურჯიძე: …რატომ არ უნდა ჩააბარონ დეკლარაციები?

რუსუდან გლურჯიძე 1993 წლიდან  ეწევა აქტიურ სარეჟისორო მოღვაწეობას კინოსა და თეატრში. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: “ნოკტიურნი” (1995), “ოსკარი” (1995), “სხვისი სახლი” (2016); სცენარის ავტორია ფილმების: “ოსკარი” (1995), “ნოკტიურნი” (1995); პროდიუსერია ფილმის: “აპრილის სუსხი (2010); კომპოზიტორია ფილმის: “ნოკტიურნი”(1995). მიღებული აქვს 25-ზე მეტი ჯილდო, მისმა ფილმმა “სხვისი სახლი” არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი დაიმსახურა: ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრი, “Российской газета”-ს პრიზი სახალინის VI საერთაშორისო კინოფესტივალ “Край света” (), თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი საუკეთესო ფილმისთვის (2016), კარლოვი ვარის 51-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის “East of the West” პრიზი “ბროლის გლობუსი” (2016), ბერგენის IFF პრიზი (ნორვეგია) ექსტრაორდინალური კინო ფილმისთვის (2016), რუსული კინოს აკადემიის პრემია “ნიკა” (2017). 2017 წელს მისი ფილმი “სხვისი სახლი” წარდგენილი იყო ამერიკის ეროვნული კინოაკადემიის პრემია “ოსკარზე”, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ