ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსი პროპაგანდისტები ტრამპთან შეხვედრას იმედით უყურებენ (ვიდეო)

რუსი პროპაგანდისტები ტრამპთან შეხვედრას იმედით უყურებენ
პროპაგანდისტული პროგრამის Соловьев LIVE წამყვანმა სერგეი კარნაუხოვმა გამოაქვეყნა ტრამპი-პუტინის შეხვედრისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი, სახელწოდებით, „ჩვენ ერთად შევქმნით მომავალს“ (Вместе мы создадим будущее).
ვიდერგოლში რუსეთისა და ამერიკის დროშებში გამოწყობილი წყვილი ცეკვავს. პარალელურად, ვიდეორგოლში გაერთიანებულია ყველა ის ისტორიული ეპიზოდი რომლის დროსაც ამერიკა რუსეთთან ან სსრკ-სთან თანამშრომლობდა.
კარნაუხოვი წერს, რომ ამერიკას და რუსეთს „კონსტრუქციული დაახლოებისთვის კოლოსალური პოტინციალი გააჩნიათ“.
„უკანასკნელი ათწლეულის მთავარი საღამო. ველით, იმედი გვაქვს, გვჯერა. მშვიდობის ენა, ყველასთვის გასაგებია“ - ნათქვამია პუბლიკაციაში.
ვიდეორგოლი ბევრმა პროპაგანდისტმა და Z-პატრიოტულმა არხმა გააზიარა. თუმცა მათმა ნაწილმა მოგვიანებით რეპოსტი გააუქმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.