რუსი მშენებლები ობიექტების პროექტირების პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე დარჩნენ – Autodesk-მა ანგარიშების დაბლოკვა დაიწყო

ამერიკულმა Autodesk-მა, რომელიც სამშენებლო და სამრეწველო დიზაინისთვის ავითარებს ავტომატიზირებული პროექტირების პროგრამას AutoCAD-ს 18 აპრილს ს ფედერაციაში ანგარიშების დაბლოკვა დაიწყო, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის პირატული ვერსიებისაც. ამის შესახებ რუსული მედია სამშენებლო ორგანიზაციებზე დაყრდნობით წერს.
ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ინტერნეტთან დაკავშირებული კომპიუტერის გაშვებისას პროგრამა აჩვენებს შეტყობინებას: „Autodesk-მა აღმოაჩინა არასწორი ლიცენზია, მასზე წვდომა დაბლოკილია”.
რუსეთის ფედერაციაში AutoCAD-ის სრულმა დაბლოკვამ შეიძლება გამოიწვიოს სამშენებლო პროექტების შეფერხება და ფინანსური ზარალი – ამბობენ ბაზრის მონაწილეები.
თუ ინტერნეტს გამორთავთ, პროგრამა იშვებს, მაგრამ „ეს უქმნის დისკომფორტს სამუშაო პროცესისთვის“, – აცხადებს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი.
Axon-ის BIM განყოფილების დირექტორის დიმიტრი დემინის თქმით, AutoCAD ახლა ძირითადად გამოიყენება რუსეთის სამოქალაქო ინჟინერიის სექტორში.
Autodesk-მა რუსეთის ფედერაციაში მუშაობის შეჩერება ოფიციალურად 2022 წლის მარტში გამოაცხადა. 2023 წლის ოქტომბერში Autodesk-მა გააუქმა თავისი შვილობილი კომპანია შპს Autodesk (CI-ES) რუსეთის ფედერაციაში.
Autodesk-ის პროდუქტები რუსეთში სამშენებლო სეგმენტში სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის 40-50%-ს შეადგენდა, პროგრამას კომპანიების 90% იყენებდა.

ასევე დაგაინტერესებთ