რუსი აქტივისტი საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველოში არ შემოუშვეს კიდევ ერთი რუსი აქტივისტი, იგორ მიგლანი. ამის შესახებ წერს ორგანიზაცია Free Russia Foundation-ის სამხრეთ კავკასიის განყოფილების დირექტორი, ეგორ კუროპტევი და მიმართავს ხელისუფლებას – კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მიგლანის ქვეყანაში შეშვების თხოვნით.
“ამ დროისთვის, 15 საათზე მეტია, აქტივისტი იგორ მიგლანი თბილისის საერთაშორის აეროპორტშია. იგორი, ისევე, როგორც სხვა ბევრი რუსი აქტივისტი ახსნა-განმარტების გარეშე არ შეუშვეს საქართველოში.
იგი საქართველოში კოლეგებთან ერთად მუშაობდა ში ს შეჭრის დაწყებიდან პროექტზე “ემიგრაცია მოქმედებისთვის”, უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭრად. იგორისა და მთელი გუნდის წყალობით 8 ათასზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა მიიღო სამედიცინო დახმარება. ეწინააღმდეგება თუ არა ეს საქართველოს ინტერესებს? დარწმუნებული ვარ, არა. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ შექმნილი მსგავსი პროექტები, ისევე, როგორც ლტოლვილთა მხარდაჭერის ინიციატივები არის ის, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, იამაყოს”, – წერს ეგორ კუროპტევი.
საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში შემოსვლაზე პერიოდულად უარს ეუბნება, როგორც რუს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და უფლებადამცველებს, ასევე რუსეთის იმ მოქალქეებს, რომლებიც რუსეთის უკრაინაში ფართმასშტაბიან შეჭრას და კრემლის პოლიტიკას ემხრობიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …