რუსთაველის გამზირზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილია. ამის შესახებ ინფორმაციას მისი შვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ასევე, მედიაში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ სვამენ ვაჟა გაფრინდაშვილს საპატრულო პოლიციის ავტომობილში. ასევე, ჩანს, რომ მას პირბადე უკეთია.
შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციის 20-მდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, ხოლო ქალი, რომელიც პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
