რუსთაველზე „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების მიუხედავად, რომ თუ გაგრძელდება ქუჩების გადაკეტვა და საავტომობილო მოძრაობის შეფერხება, გაატარებენ „კანონით გათვალისწინებულ ზომებს“, რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით გადაინაცვლებენ ევროპის მოედანზე.
დღევანდელი აქციის ორგანიზატორი არ არის მოძრაობა „დაფიონი“, რომელიც რამდენიმე დღეა თბილისში ყოველ საღამოს მართავენ საპროტესტო აქციებსა და მსვლელობებს.
„ვინაიდან დღეს ჩაინიშნა საპროტესტო აქცია და ვინაიდან ამ აქციის ორგანიზებაში ჩართულია ძალიან ბევრი ორგანიზატორი, ვისთანაც შეხება და კომუნიკაცია არ გვაქვს, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად გადავწყვიტეთ რომ „დაფიონის“ გუნდმა არ მივიღოთ მონაწილეობა დღევანდელი (24.04.2024) აქციის ორგანიზებაში, თუმცა ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ დღევანდელ ორგანიზატორებს და ყველა პატრიოტ ადამიანს ვისაც საქართველოს დაცვა სურს“, — ნათქვამია „დაფიონის“ განცხადებაში.
უწყვეტი აქციები საკანონმდებლო შენობასთან უკვე ერთ კვირაზე მეტია გრძელდება.
„ქართულმა ოცნებამ“ პირობა დაარღვია და 2023 წლის მარტის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ, კვლავ დააბრუნა „რუსული კანონი“.
რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის -ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!