რუსეთში ისრაელის ელჩს “მიუღებელი კომენტარების” გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ

რუსეთში ს ელჩს “მიუღებელი კომენტარების” გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სამინისტროს მტკიცებით, სიმონ ჰალპერინმა Kommersant-ისთვის მიცემულ ინტერვიუში არასწორად წარმოაჩინა ს საგარეო პოლიტიკა. ჰალპერინი ელჩის თანამდებობაზე დეკემბერში დაინიშნა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მისი საქმიანობის დასაწყისი ” საოცრად წარუმატებლად” შეაფასა.
ინტერვიუში ისრაელის ელჩმა გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოლოკოსტის მნიშვნელობის დაკნინებისთვის და აღნიშნა, რომ რუსეთი ზედმეტად მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებს ჰამასთან.